06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა გაეროში იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა

შეერთებულმა შტატებმა გაეროში იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა. ორგანიზაციაში ამერიკის მიუდმივმა წარმომადგენელმა, ვეტო ეგვიპტის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს დაადო, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იერუსალიმის სტატუსის შესახებ იურიდიული ძალა არ ექნება.

ნიკი ჰეილის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილებაა და ის გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება. 

დღის ამბები