06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
სარკინიგზო ავარია ვაშინგტონში - გამოძიების ინფორმაციით, მატარებლის სიჩქარე დაშვებულ ნორმას ორჯერ აღემატებოდა

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებლის ავარიას ბოლო მონაცემით 3 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ დიუპონთან შემადგენლობა რელსებიდან გადავიდა, ერთ-ერთი ვაგონი კი ხიდიდან მაგისტრალზე ჩავარდა. დაშავდა 72 მგზავრი. რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვაგონის ქვეშ 7 მანქანა მოყვა.

მატარებელი სიეტლიდან პორტლენდში მიდიოდა და პირველად გადიოდა ახალ, მოკლე მარშრუტს, რომლითაც მანამდე მხოლოდ სატვირთო შემადგენლობები სარგებლობდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მატარებლის სიჩქარე დაშვებულ ნორმას ორჯერ აღემატებოდა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.

დღის ამბები