06 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
არაბული ქვეყნები იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვენ

არაბული ქვეყნები იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სხდომაზე იმ რეზოლუციის განხილვას მოთხოვენ, რომელიც დონალდ ტრამპის იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებს.

გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომის ჩატარება პალესტინის წარმომადგენლებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შესაბამისი რეზოლუცია უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო.

ეგვიპტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო, რისთვისაც ისრაელის ხელისუფლებამ ვაშინგტონს მადლობა გადაუხადა. გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა, რომ საგანგებო სხდომა ჩატარდება, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები