06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
დაღესტანში სპეცოპერაციის დროს მოკლული ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი ილიას შარიპოვია

დაღესტანში სპეცოპერაციის დროს ორი მებრძოლი მოკლეს. რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი დაჯგუფების მეთაური, ილიას შარიპოვია.

შარიპოვი 2013 წელს მახაჩკალაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებისთვის იძებნებოდა. გამოძიების მტკიცებით, ილიას შარიპოვი მარიამ შარიპოვის ძმაა, რომელმაც 7 წლის წინ მოსკოვის მეტროში აიფეთქა თავი.

მაშინ ტერაქტის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაიჭრა.

დღის ამბები