06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
სამხედრო ხომალდი "დედოფალი ელისაბედი" საზღვაო ცდების დაწყებიდან 2 კვირაში მწყობრიდან გამოვიდა

უახლესი ბრიტანული ავიამზიდი საზღვაო ცდების დაწყებიდან 2 კვირაში მწყობრიდან გამოვიდა. საუბარია სამხედრო ხომალდზე "დედოფალი ელისაბედი", რომელიც ზღვაში 7 დეკემბერს გავიდა. საზეიმო ცერემონიას დიდი ბრიტანეთის მონარქი პირადად ესწრებოდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ხომალდის კორპუსში ნაპრალი გაჩნდა, საიდანაც ბორტზე დიდი რაოდენობით წყალი ჟონავს.

ავიამზიდი ხმელეთზე სარემონტო სამუშაოებისთვის გადაჰყავთ, რაც დამატებით რამდენიმე მილიონი ფუნტი დაჯდება.

"დედოფალი ელისაბედის" აგებაზე უკვე დაიხარჯა სამი მილიარდ 100 მილიონი ფუნტი. ის დიდი ბრიტანეთის ფლოტის ისტორიაში ყველაზე დიდი და მძლავრი ხომალდია. მისი გემბანის სიგრძე 284 მეტრია და რეაქტიული თვითმფრინავებისთვისაა განკუთვნილი.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავიამზიდი საზღვაო წვრთნების პროგრამას განაგრძობს.

 

 

ფოტო: theguardian.com

დღის ამბები