ბრიტანელმა სამართალდამცველებმა შობის დღესასწაულებზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტულმა სამსახურმა იორკშირისა და დერბიშირის საგრაფოებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავა.
ისინი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ტერაქტების მომზადებში არიან ეჭვმიტანილი. გამოძიება ისლამისტური დაჯგუფების წევრების სახელებს არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნოიბილია, რომ მათი ასაკი 22-დან 41 წლამდე მერყეობს.
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს პოლიციამ ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა.