06 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
გაეროს გენერალური ასაბლეა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესიას გამართავს

გაეროს გენერალური ასაბლეა ხვალ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესიას გამართავს. ორგანიზაციის 193 წევრი, მუსლიმი სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე შეიკრიბება და რეზოლუციას განიხილავს, რომელიც შეერთებულ შტატებს, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

მანამდე დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა. რეზოლუციაში არ იყო მოხსენიებული არც შეერთებული შტატები და არც მისი პრეზიდენტი, თუმცა იერუსალიმის სტატუსის ცვლილების გამო, შეშფოთება იყო გამოხატული.

სხდომაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ვეტოს უფლება გამოიყენა და რეზოლუცია დაბლოკა.

დღის ამბები