06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
საახალწლო დეკორაციები რომში კრიტიკის მთავარი საგანი გახდა

საახალწლო დეკორაციები რომში კრიტიკის მთავარი საგანი გახდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ვენეციის მოედანზე დადგმული ნაძვის ხეა, რომელიც არც სათამაშოებით და არც ფერადი განათებებით არ გამოირჩევა. ადგილობრივებმა მას "სპელაკიო" შეარქვეს, რაც საცოდავს ნიშნავს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს ნაძვის ხე მარადიული ქალაქის დაცემის სიმბოლოა. 20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთვის რომის მერიამ 50 ათასი ევრო დახარჯა.

დღის ამბები