06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ჯაშუშობის ბრალდებთ დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ჯაშუშობის ბრალდებთ დააკავა. ოპერატიული მონაცემების მიხედვით, პრემიერ გროისმანის პროტოკოლის ხელმძღვანელის მოადგილე, სტანისლავ ეჟოვი, რუსულმა სპეცსამსახურებმა ხანგძლივი მივლინების დროს გადაიბირეს. უწყების ინფორმაციით მოხელე იპარავდა დოკუმენტებს, მოიპოვებდა ინფორმაციას და მას რუსეთს კურატორის მეშვეობის გადასცემდა. ეჟოვს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება. მტრული ქვეყნის ინტერესებისთვის მომუშავე მოხელის დაკავებისთვის ვლადიმერ გროისმანმა უშიშროების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები