06 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ავსტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა - დაშავდა 20-მდე ადამიანი

ავსტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევა ქალაქ მელბურნის ცენტრში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, შეჯახების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც თავის სერიოზული ტრამვით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, მათ უკვე დააკავეს მძღოლი და კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მამაკაცი. გამოძიება მომხდარს ჯერ-ჯერობით ტერორიზმს არ უკავშირებს. პოლიციელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას თავი აარიდონ.

დღის ამბები