06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 5.2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი თეირანის მახლობლად მდებარე დასახლება იყო.

სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ავტომობილებსა და კარვებში გაატარა.

ძლიერი მიწისძვრა ირანში ერთი თვის წინაც მოხდა. მაშინ 7.3 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები