06 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურა დაიწყო

ევროკომისიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ისტორიაში პირველად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურა დაიწყო.

მიზეზი სადავო სასამართლო რეფორმა გახდა. ევროკომისიის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული 13 ახალი კანონი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს.

რეაგირებისთვის ევროკომისიამ ოფიციალურ ვარშავას 3-თვიანი ვადა მისცა, თუმცა, ბრიუსელის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ორ ახალ კანონპროექტს მოაწერა ხელი.

ისინი უზენაესი სასამართლოსა და მოსამართლეთა ეროვნული საბჭოს რეფორმირებას შეეხება.

 

დღის ამბები