06 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ისრაელი უარყოფს გაეროს გადაწყვეტილებას - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი უარყოფს გაეროს გადაწყვეტილებას - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა სპეციალური ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საგანგებო სესიაზე რეზოლუიციას, ისერუსალიმის სტატუსის შესახებ.

პალესტინის გამარჯვებას უწოდებს კენჭისყრის შედეგებს ორგანიზაციაში მაჰმუდ აბასის წარმომადგენელი და მადლობას იმ ქვეყნებს უხდის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილრბას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობაზე მიესალმება თურქეთი. საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილებით დაამტკიცეს, რომ ღირსება და სუვერენიტეტი არ იყიდება.

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე წევრმა ქვეყნებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას 128 ქვეყანა მიემხრო, წინააღმდეგი გამოვიდა 9 ქვეყანა, 35-მა კი თავი შეიკავა.

დღის ამბები