06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება დამოუკიდებლობის მომხრეებმა მოიპოვეს

კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება დამოუკიდებლობის მომხრეებმა მოიპოვეს. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ უკვე ცნობილია, რომ 135 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში სეპარატისტულ ძალთა კოალიციას 70 ადგილი ექნება.

გაერთიანებამ "ერთად კატალონიისთვის", რომლის პირველი ნიმერი რეგიონის ყოფილი ლიდერია, 34 მანდატი მოიპოვა. პარტიამ "მოქალაქეები", რომელიც რეგიონის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩერნის მომხრეა, 37 ადგილი დაიმკვიდრა, თუმცა ის საპარლამენტო კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს.

კარლეს პუჩდემონი მოვლენებს ბელგიიდან გამოეხმაურა და არჩევნების შედეგებს კატალონიის გამარჯვება უწოდა.

დღის ამბები