06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სამხრეთ კორეაში ხანძარს სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს სამხრეთ კორეაში. ცეცხლი 8 სართულიან სპორტულ კომპლექსს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ცეცხლი პირველად მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაჩნდა. დაღუპულთა უმრავლესობა კომპლექსის პირველ სართულზე მდებარე საუნის ტერიტორიაზე იმყოფებდა.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

დღის ამბები