06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შავ სიაში ე.წ. ქურდული სამყაროს გავლენიანი წარმომადგენლები შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ შავ სიაში ე.წ. ქურდული სამყაროს გავლენიანი წარმომადგენლები შეიყვანა.

უწყების გადაწყვეტილებით, სანქციები ათ კრიმინალურ ავტორიტეტს და ორ კომპანიას დაუწესდა.

სიაში რუსეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები მოხვდნენ, მათ შორის ქართველებიც -  შაქრო კალაშოვი და ლაშა შუშანაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სანქციები ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დააწესეს.

შავ სიაში შეყვანილ პირებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა, ამერიკის მოქალაქეებს კი მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ.

დღის ამბები