06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას სხდომაზე მხარი საბჭოს წევრმა 15-ვე ქვეყანამ დაუჭირა.

სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ დაწესებული ახალი სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს გაფართოებასა და ნავთობის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე ვალდებული გახდება, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნდეს.

უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები წელს უკვე მესამედ გაამკაცრა.

გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერის ქსელში მიესალმა. 

დღის ამბები