06 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ესპანეთის პრემიერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კატალონიის ყოფილ ლიდერთან შეხვედრას გამორიცხავს

ესპანეთის პრემიერმინისტრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კატალონიის ყოფილ ლიდერთან შეხვედრას გამორიცხავს.

განცხადება მარიანო რახოიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც კარლეს პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყება შესთავაზა.

პრემიერის თქმით, ის მხოლოდ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერსა და მთავრობის მომავალ ხელმძღვანელებს შეხვდება.

კატალონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიამ მოიპოვა, თუმცა საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის მომხრე გაერთიანებებს საკანონმდებლო ორგანოში ორი მანდატით მეტი ექნებათ. 

დღის ამბები