06 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
ამერიკელმა სამართალდამცველებმა სან ფრანცისკოში შობის დღესასწაულზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა სან ფრანცისკოში შობის დღესასწაულზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით ყოფილი სამხედრო დააკავა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, 25 წლის მამაკაცი აფეთქების მოწყობას ქალაქის ტურისტულ ცენტრში აპირებდა.

ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და წერილიც აღმოაჩინეს, რომელშიც თავდასხმაზე იყო საუბარი.

ყოფილ სამხედროს FBI სექტემბრის შემდეგ აკვირდებოდა.

დღის ამბები