06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
სანტამ აკვალანგი მოირგო და პარიზის ოკეანარიუმში ზვიგენებთან ერთად იცურავა

პარიზის ოკეანარიუმში მისულ ბავშვებს სანტა-კლაუსმა სიურპრიზი მოუწყო. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა სანტამ აკვალანგი მოირგო და აკვარიუმში ზვიგენებთან ერთად იცურავა.

სანტას გამოჩენამ პატარებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. მათ აკვარიუმთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

პარიზის ოკეანარიუმის ადმინისტრაციამ ტრადიციული საშობაო ღონისძიება უკვე მეექვსედ მოაწყო. 

დღის ამბები