06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
შეერთებული შტატები უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის

შეერთებული შტატები უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ნაწილია ამერიკის ძალისხმევის, რომ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და შემდგომი აგრესიის შეკავებაში დაეხმაროს.

ამერიკული მედიის ცნობით, საუბარია 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტასა და 35 სატყორცნ დანადგარზე, რომელთა საერთო ღირებულებაც 47 მილიონი დოლარია.

გეგმას განსახილველად კონგრესს მომდევნო 30 დღის ვადაში გადაუგზავნიან. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე უწოდეს სახიფათო რუსეთის საგარეო უწყებაში.

გრიგორი კარასინის შეფასებით, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას დონბასში ძალისმიერი სცენარის განხორციელებისკენ უბიძგებს.

დღის ამბები