06 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ფილიპინებში ძლიერ შტორმს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ძლიერ შტორმს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ რაიონებს დაატყდა თავს. კუნძულ მინდანაოზე შტორმმა მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციაც, თუმცა ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დაზარალებულ რეგიონებში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 80 კილომეტრს აჭარბებს. მეტეოროლოგების ცნობით, ტროპიკული შტორმი კიდევ უფრო ძლიერდება. 

დღის ამბები