06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ამერიკელი სამართალდამცველები ნევადაში მომხდარ თავდასხმას იძიებენ

ამერიკელი სამართალდამცველები ნევადაში მომხდარ თავდასხმას იძიებენ. დაუდგენელმა მამაკაცმა ქალაქ ჰარისბურგში პოლიციას გაუხსნა ცეცხლი და ერთი ძალოვანი დაჭრა.

თავდამსხმელი საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა. მის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიების ინფრომაციით, მოკლულმა თავდამსხმელმა ანალოგიური თავდასხმები რამდენიმე საათით ადრე პენსილვანიაშიც მოაწყო. მან ორ სხვადასხვა ქუჩაზე გაუხსნა ცეცხლი პოლიციას და რამდენიმე სამართალდამცველი დაჭრა.

პოლიციის ინფრომაციით, დაშავებული პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ცდილობს, დაადგინოს, ჰყავდა თუ არა მოკლულს თანამზრახველები. 

დღის ამბები