06 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ფილიპინებში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი ქალაქ დავაოს სავაჭრო ცენტრში სამუშაო საათებში გაჩნდა, რა დროსაც შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძარი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა და მალევე ზედა სართულებზეც გავრცელდა. ათობით ადამიანი ალმოდებულ შენობაში ბლოკირებული აღმოჩნდა, ნაწილმა კი თავის დაღწევა და სახურავზე ასვლა მოახერხა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.

დღის ამბები