06 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ფხენიანი გაეროს უშიშროების საბჭოს ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს

ფხენიანი გაეროს უშიშროების საბჭოს ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.

ასე აფასებს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ახალ რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას ბალისტიკური ცდებისთვის დამატებით სანქციებს უწესებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად დაატკიცა.

შეზღუდვები შეეხო ნავთობით ვაჭრობის სექტორს, კორეული საქონლის ექსპორტს და ასევე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს.

ფხენიანში აცხადებენ, რომ რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა და ომის აქტია, რომელიც კორეის რეგიონში მშვიდობას ემუქრება.

საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფხენიანი არ შეუშინდება ვაშინგტონის დაშინებასა და შანტაჟს და ბირთვული პროგრამის განვითარებას მომავალშიც გააგრძელებს. 

დღის ამბები