06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი ოფიციალურ მადრიდს ქვეყანაში დაბრუნებას სთხოვს

კარლეს პუჩდემონი ოფიციალურ მადრიდს ქვეყანაში დაბრუნებას სთხოვს.

კატალონიის ავტონომიის ყოფილმა პრეზიდენტმა ესპანეთის ხელისუფლებას ტელეეთერით ბელგიიდან მიმართა და განაცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნება პარლამენტის სესიის გახსნამდე სურს.

პუჩდემონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, მას სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს ბარსელონაში და კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტი ისევ დაიკავოს.

კარლეს პუჩდემონის თქმით, თუ ესპანეთის ხელისუფლება მას ფიცის დადების საშუალებას არ მისცემს, ის ამგვარად უხეშად დაარღვევს ქვეყნის კანონმდებლობას, რაც მას ძვირად დაუჯდება.

კარლეს პუჩდემონს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრება. ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიხედვით, მას საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავებენ და ამბოხის მოწყობის მცდელობის გამო გაასამართლებენ.

დღის ამბები