06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ქრისტიანული სამყაროს ნიწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

ქრისტიანული სამყაროს ნიწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. კათოლიკური, პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნას 24 დეკემბერს ღამით, საშობაო წირვით იწყებს.

სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა. თავის სიტყვაში პონტიფიკოსმა მორწმუნეებს მოუწოდა, მიგრანტების მიმართ, კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინონ.

ათასობით მორწმუნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დღესასწაულის აღსანიშნავად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძართან შეიკრიბა. რამდენიმე საათით ადრე აქ ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქის მოსაყდრე ედგა სათავეში.

ბეთელმში საზეიმო ღინისძიებები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. 25 დეკემბერს შობას ასევე ზეიმობენ კონსტანტინოპოლის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები.

დღის ამბები