06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
შობის სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ტრადიციულად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა. თავის სიტყვაში პონტიფიკოსმა მორწმუნეებს მოუწოდა, მიგრანტების მიმართ კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინონ.

ქრისტიანების ნაწილს, რომლებიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ, ისრაელის პრემიერმინისტრმა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პირველად მიულოცა.

შარშანდელის მსგავსად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპი შობის დღესასწაულს 10 ათას მორწმუნესთან ერთად შეხვდა.

მესით აღნიშნეს შობის დადგომა ეგვიპტელმა კოფტებმა. ლიტურგია, ტრადიციულად, კაიროს ეკლესიაში ჩატარდა.

შობის დღესასწაულს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლორიდაში, პალმ ბიჩის რეზიდენციაში შეხვდა. დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხეს და მათი საშობაო სურვილებიც მოისმინეს.

შობის დღესასწაული ამერიკელების ნაწილმა ვირჯინიაში მდინარე პოტომაკის ნაპირთან აღნიშნა. ტრადიციულად, მათ საჩუქრები წყლის თხილამურებზე მოსიარულე სანტამ დაურიგა.

სანტას ატრიბუტებსა და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილები შეხვდნენ შობის დღესასწაულს ავსტრალიელები. ქარიანი ამინდის მიუხედავად, ბონდი ბიჩზე უამრავი მოზეიმე შეიკრიბა. 

დღის ამბები