06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
ჩრდილოეთ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი დიდი ბრიტანეთის კუთვნილი ფრეგატის მეთვალყურეობის ქვეშ არის

ჩრდილოეთ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი დიდი ბრიტანეთის კუთვნილი ფრეგატის მეთვალყურეობის ქვეშ არის. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, სარაკეტო დანადგარებით შეიარაღებულ რუსულ გემს, ბრიტანული სამხედრო ხომალდი, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებთან მიახლოვების გამო აკონტროლებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული გემების აქტივობა ბრიტანეთის საზღვრებთან საგრძნობლად გაიზარდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა თავის ტერიტორიულ წყლებს დაიცავს.

დღის ამბები