06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
აფეთქება კუბაში - საშობაო დღესასწაული უბედური შემთხვევით დასრულდა

საშობაო დღესასწაული კუბაში უბედური შემთხვევით დასრულდა. ქალაქ რემედიოსში ფოიერვერკების ფესტივალზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაშავდა 40-მდე ადამიანი. 20 პაციენტის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და მოზარდები, რომლებიც სადღესასწაულო შოუს ადევნებდნენ თვალს.

უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის ტურისტები. ფესტივალზე მომხდარ ინციდენტს კუბის შინაგან საქმეთა უწყება იძიებს.

წინასწარ ვერსიად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სახელდება. ვარაუდობენ, რომ ფოიერვერკების გაშვების დროს ნაპერწკალი პიროტექნიკით სავსე ტომრებს დაეცა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.  

დღის ამბები