06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
ფემინისტებმა შობის დღესასწაული ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შიშველი აქციით აღნიშნეს

ფემინისტებმა შობის დღესასწაული მორიგი შიშველი აქციით აღნიშნეს. საპროტესტო გამოსვლა აქტივისტებმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მოაწყვეს, სადაც შობის სცენაა აგებული.

ფემინას აქტივისტი შეძახილით "ღმერთი ქალია" სცენაზე ავიდა და ჩვილი იესოს ქანდაკების გატაცება სცადა. ნახევრად შიშველი ქალი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ის ალისა ვინოგრადოვა აღმოჩნდა. ინციდენტი რომის პაპის საშობაო მიმართვის წინ მოხდა.

იმ დროს წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებდა.

დღის ამბები