06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ქსენია სობჩაკი რუსეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კონკურენტი ქსენია სობჩაკი იქნება. ცნობილი ტელეწამყვანი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.

ქსენია სობჩაკი არჩევნებში მონაწილეობას პარტია "სამოქალაქო ინიციატივის" კანდიდატის რანგში მიიღებს. იმის გამო, რომ ჟურნალისტი არასაპარლამენტო პარტიას წარმოადგენს, მას თვის ბოლომდე ცესკოში 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის წარდგენა ევალება.

ხელმოწერების წარგენის შემდეგ კი ქსენია სობჩაკს პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება ოფიციალურად ექნება.

ცნობილ ტელეწამყვანი ალექსეი ნავალნის მოწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ძალებისა და მოსახლეობის მხრიდან არჩევნების ბოიკოტი დიდი შეცდომა იქნება.

სობჩაკმა ოპოზიციის ლიდერს თანამშრომლობა შესთავაზა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები