06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
სირიაში ამბოხებულებმა სახელისუფლებო არმიის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიაში ამბოხებულებმა სახელისუფლებო არმიის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია პილოტი.

პარალელურად, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ იდლიბთან, სადაც სირიის არმია საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, დაიბომბა რამდენიმე სოფელი.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

დღის ამბები