22 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, წლის ბოლო სხდომა გამართა. დღეს 4 საკითხი განიხილეს. საბჭომ იმსჯელა ელექტრონული სისტემით საქმეების გადანაწილების საკითხზე. დადგენილების თანახმად, ახალი სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

სატესტო რეჟიმში ივნისიდან მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. თბილისში კი, მოსამართლეები საქმეებს ბოლო ერთი თვეა ახალი სისტემით ინაწილებენ. ამ წუთებში კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრება მიმდინარეობს. სულ 4 დღის განმავლობაში მოსამართლეობის 82 კანდიდატი გაივლის გასაუბრებას.

„კონკურსი გამოცხადებულია 52 ვაკანტურ თანამდებობაზე, როგორც მოგეხსენებათ. 84 კანდიდატს აქვს შემოტანილი განაცხადი ამ ვაკანსიებზე. დღეს დაიწყო იუსტიციის საბჭომ გასაუბრება კანდიდატებთან, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება,შაბათის ჩათვლით. პირველი იანვრიდან ამოქმედდება საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები