06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაკითხავენ

ბელაქანის რაიონული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას განაგრძობს. პროცესზე დღეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დაკითხავენ. სხდომა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიწყება.

ადვოკატები სასამართლოს დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ და გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ. პესიმისტურია პროგნოზები თბილისშიც.

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში არ განიხილება.

„მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა წინა პროცესებიდან გამომდინარე, რომ არაფერ დადებითს არ უნდა ველოდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად სასამართლო ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალდების პოზიციები გაემყარებინა.  დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა იგნორირებული იყო,“-აცხადებს ”ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი.

სასამართლო სხდომაზე მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახზე ჩატარებული გამოძიება გახდა და მისი დაპატიმრების ბრძანება სწორედ ილჰამ ალიევმა გასცა.

დღის ამბები