06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
უკრაინის სასამართლო დღეს სევერიან დანგაძის საქმის განხილვას განაახლებს

უკრაინის სასამართლო დღეს სევერიან დანგაძის საქმის განხილვას განაახლებს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სევერიან დანგაძის ეპიზოდზე მსჯელობა გუშინაც შედგა, სხდომას დაესწრო საქართველოს მესამე პრეზიდენტიც.  

დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.

დაცვის მხარის მტკიცებით კი ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული, პროკურატურის მიერ წარდგენილ ჩანაწერს კი ადვოკატი ფაბრიკაციას უწოდებს.

„დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საჩივრის განხილვა გაიმართება, სადაც სევერიონ დანგაძისთვის 60-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება გავასაჩივრეთ. დაცვის მხარეს აქვს ყველა იურიდიული საფუძველი იმისთვის, სევერიონ დანგაძე ხვალ სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქმე პოლიტიკურია და სახეზეა მტკიცებულებების ფალსიფიცირების აშკარა ნიშნები, ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კი სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობს, უარყოფითი გადაწყვეტილებისთვისაც ვემზადებით. ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური საქმეა, რომლის მიზანიც უახლოესი გარემოცვის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნაა,“-განაცხადა ადვოკატმა ნიკოლაი ნედილკომ.

დღის ამბები