06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
აფეთქება პეტერბურგში - დაშავებულია 10 ადამიანი

პეტერბურგში, სადაც ერთ-ერთ სუპერმარკეტის შემნახველ საკანში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ამოქმედდა, 10 ადამიანი დაშავდა. რუსეთის საგამოძირბო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სიძლიერე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი ვინაობა სამართალდამცველებითვის ამ დრომდე უცნობი რჩება. გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მუშაობას კოორდინირებას რუსეთის ეროვნული ანტოტერორისტული კომიტეტი უწევს. 

დღის ამბები