06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან სამხედრო ტყვეები გაცვალა

კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. რადას პრეს-სამსახურის ცნობით, დონბასის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი 73-ი უკრაინელი გათავისუფლდა. უკრაინულმა მხარემ კი 233 ადამიანი შეიწყალა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმოამდგენლებს გადასცა. ტყვეების გაცვლა დონეცკის ოლქში შედგა. 

ფაქტი დადებითად შეაფასეს გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა. საერთო განცხადებაში ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა მხარეეებს დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

დღის ამბები