06 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
უამინდობა დიდ ბრიტანეთში - ლონდონის სტან-სტედის აეროპორტი პარალიზებულია

უამინდობა დიდ ბრიტანეთში. თოვლისა და მოყინული ასაფრენი ბილიკების გამო პარალიზებულია ლონდონის სტან-სტედის აეროპორტი, სადაც რეისების შესრულება ვერ ხერხდება. ასობით მგზავრმა ღამე აეროპორტის შენობაში გაათენა. ამ დროისთვის აეროპორტის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლაც. უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.

დღის ამბები