06 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ხანძარი ნიუ იორკში - დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად ნიუ იორკში. ცეცხლი ბრონქსში მდებარე ხუთსართულიან შენობას ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე გაუჩნდა. ადგილზე 160-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. მათ შენობიდან 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 9 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ნიუ იორკის მერიის პრეს სამსახურის განცხადებით, დაღუპულების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უნობია. 

 

დღის ამბები