06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საოფისე კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

15 ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საოფისე კომპლექსში გაჩენილ ხანძარს. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის დროს შენობაში, სადაც პოპულარული გასართობი დაწესებულებებიც მდებარეობს, რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებიოდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.

დღის ამბები