06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.

აქციები ორი დღის წინ თეირანში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, თუმცა პოლიციის მხრიდან მომიტინგეთა დაშლისა და დაკავებების გამო, აქციებმა ქვეყნის დიდი ქალაქები მოიცვა და პოლიტიკური ხასიათი მიიღო.

მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლებაში სასულიერო პირების მოღვაწეობისა და მათი რეპრესიული პოლიტიკის გამო.

მომიტინგეები საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, პოლიტპატიმრების გათავისფლებას და პოლიციის მხრიდან განუკითხაობის დასრულებას მოითხოვენ.

ყველაზე ხალხმრავალი აქციები მეშხედსა და კერმან-შაჰაში გაიმართა, სადაც შეტაკებების შედეგად 60-მდე ადამიანი დააკავეს.

მიტინგების დარბევის გამო, თეირანი ვაშინგტონმა გააკრიტიკა. სახელმწიფო დეპარტამენტში მიჩნიათ, რომ სახალხო პროტესტის მიზეზი სახელისუფლებო კორუფცია და ტერორიზმის მხარდაჭერა გახდა.

დღის ამბები