06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
სროლა კალიფორნიაში - ლონგ ბიჩის ბიზნესცენტრში მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

კალიფორნიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ლონგ ბიჩის ბიზნესცენტრში დაუდგენელი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ინფრომაციას დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ პოლიცია არ ახმაურებს.

მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მსროლელი კი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. თავდასხმის მოტივი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

დღის ამბები