06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
თურქეთში საახალწლოდ დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს - ერთ კვირაში 120 ადამიანია დაკავებული

თურქეთის სპეცსამსახურებმა საახალწლოდ დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს. ძალოვანებმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ანკარასა და სტამბოლში ჩაატარეს და 75 ადამიანი დააკავეს. მათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ედებათ ბრალად.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა უცხოელები არიან, თუმცა რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი, ძალოვანები არ აკონკრეტებენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულების საცხოვრებლების ჩხრეკისას აღმოჩენილი მასალები მოწმობს, რომ ისლამური სახელმწიფო ახალი წლის ღამეს ტერაქტების მოწყობას გეგმავდა.

რეიდები სწორედ საახალწლო ღონისძიებების უსაფრთხოების გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთის მასშტაბით ISIS-ის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 120 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები