06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ISIS-მა რუსეთსა და ეგვიპტეში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო

ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთსა და ეგვიპტეში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო. საუბარია ორი დღის წინ სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის პროკურატურამ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა და ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

ISIS-ის განცხადება სააგენტო ამაქმა გამოაქვეყნა. დაჯგუფებამ ასევე პასუხისმგებლობა აიღო - კოპტ-ქრისტიანების ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე, რომელიც გუშინ კაიროში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. თავდასხმის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლებამ წინასაშობაოდ ქრისტიანული ტაძრების დაცვა გააძლიერა.

დღის ამბები