06 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ევროპაში, გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებს მიმართეს

გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებს მიმართავენ ევროპელი სამართალდამცავი სტრუქტურები. ახალი წლის ღამეს ევროპის ქალაქებში პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები იქნება მობილიზებული.

პარიზში უსაფრთხოებას 10 ათასი ძალოვანი დაიცავს, აქედან 2 ათასი შეიარაღებული ძალოვანი ელისეს მინდვრებზე იქნება მობილიზებული, სადაც მთავარი საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი.

უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს სკოტლანდიარდი. იმ ადგილას, სადაც ხალხი ლონდონის გრანდიოზული ფოიერვერკის და კონცერტის სანახავად შეიკრიბება, უსაფრთხოების დამატებითი კამერები დამონტაჟდა და სპეციალური ბარიერები ააგეს.

ბეტონის ბარიერებით და მეტალოდეტექტორებით შემოსაზღვრეს ბერლინის მთავარი მოედანიც. გერმანიის დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებას 6 ათასი ძალოვანი დაიცავს.

დღის ამბები