06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
2018 წლის დადგომას პირველად აღდგომის კუნძულსა და კირიბატზე იზეიმებენ

ახალი წლის დადგომამდე საათები რჩება. 2018 წლის დადგომას პირველად აღდგომის კუნძულსა და კირიბატზე იზეიმებენ. აქ დღესასწაული თბილისის დროით ორ საათზე დადგება.

ბოლო სამზადისია სიდნეიში, სადაც მასშტაბური ფოიერვერკები მსოფლიოსთვის ახალი წლის დადგომის სიმბოლოდ იქცა. სიდნეის ნავსადგურის ხიდიდან ათასობით ფეერვერკი გაეშვება. შოუ კულმინაციას კი ზუსტად 12 საათზე, თბილისის დროით 5 საათზე მიაღწევს.

ახალ წელს ტრადიციულარ პომპეზურად შეხვდება დუბაიც, სადაც ფოერვერებს ყველაზე მაღალი შენობიდან, ბურჯ ხალიფადან გაუშვებენ.

ევროპაში ახალ წელს უსაფრთხიოების გაძლიერებული ზომების ფონზე ხვდებინ.

გერმანიის ყველაზე დიდი საახალწლო წვეულება ბრამდენბურგის კარიბჭესთან გაიმართება, სადაც უკვე დამონტაჟებულია დამცავი ჯებირები. პარიზის მცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები ახალ წელს ტრადიციულად ელისეს მინდვრებზე შეხვდებიან. ლონდონში ახალი წლის ღამეს ფოიერვერკის სანახავად მდინარე ტემზას სანაპიროზე, ტრადიციულად, 100 ათასამდე ადამიანი მოიყრის თავს.

განსაკუთრებული სამზადისია ნიუ იორკში, თაიმ სქვერზე, სადაც ზუსტად ღამის 12 საათზე ბროლის ბურთი დაეშვება. ამ მოვლენას რამდენიმე მილიონამდე ადამიანი მიადევნებს თვალს.

2017 წლის აღნიშვნა ამერიკის კონტინენტთან, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულებზე დასრულდება, რის შემდეგაც პლანეტა ახალი 365 დღის ათვლას დაიწყებს.

დღის ამბები