06 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
2018 წელს მსოფლიო უპრეცედენტოდ გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ხვდება

2018 წელს მსოფლიო უპრეცედენტოდ გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ხვდება. გახშირებული თავდასხმებისა და მოსალოდნელი საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები თითქმის ყველა ქვეყანაში გაამკაცრეს.

წესრიგის უზრუნველსაყოფად ნიუ იორკის ხელისუფლება პირველად ორეტაპიან შემოწმებას, სნაიპერებსა და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს გამოიყენებს. ტაიმს სკვერის მიმდებარედ გადაიკეტება ქუჩებიც, დამონტაჟდა ათასზე მეტი სათვალთვალო კამერა.

რიო დე ჟანეიროში მობილიზებული სამართალდამცველების რაოდენობა წელს 12 ათასამდე გაზარდეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 20 პროცენტით მეტია. ბრაზილიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კოპაკაბანას პლიაჟზე ახალ წელს 3 მილიონამდე ტურისტი შეხვდება.

რეკორდული რაოდენობის შეიარაღებული პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოებას ლონდონის ქუჩებსა და სატრანსპორტო ცენტრებშიც.

უსაფრთხობის ზომებია გაძლიერებული გერმანიის ყველა დიდ ქალაქში - ბერლინში, მიუნხენში, ჰამბურგსა და კიოლნშიც.  

დღის ამბები