06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ხარკოვში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია

ხარკოვში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულებულია.

ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა ფოსტის შენობა შტურმით აიღეს და ყველა მძევალი გაათავისუფლეს, ეჭვმიტანილი კი დააკავეს.

ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

ნიღბიანი მამაკაცი ფოსტაში გუშინ საღამოს შეიჭრა და იქ მყოფი 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. 5 მათგანი - სამი ქალი და ორი ბავშვი, თავდამსხმელმა შტურმის დაწყებამდე გაათავისუფლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები