06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
რუსმა სამართალდამცველებმა პეტერბურგის თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა პეტერბურგის თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ის 35 წლის ადგილობრივია.

დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს უთხრა, რომ მისი ქმედების მიზანი იყო, ხალხს ყურადღება მიექცია ახლოს მდებარე სკოლისთვის, რომელსაც თავად დაკავებული "ექსტრასენსთა სექტას" უწოდებს.

ხელნაკეთი ბომბი, რომელიც ზურგჩანთაში იყო დამალული, სანქტ-პეტერბურგის მაღაზიაში 27 დეკემბერს აფეთქდა. შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, 8 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.  

დღის ამბები